WOMAN ESSENTIAL

  • Цена:
  • 168 ლარი

                                                                          Baume de beaute

                                                                 ინტიმური  სილამაზის ბალზამი

ინოვაციური,  მრავალფუნქციური,  კანისთვის სრულყოფილების მიმცემი, დამამშვიდებელი ინტიმური BB ბალზამი თქვენი  გამორჩეული  სილამაზისთვის

 

დამამშვიდებელი, მაკონდიცირებელი აბრეშუმისებრი ბალზამი მგრძნობიარე მიდამოებისთვის

ბალზამი ამშვიდებს წვასა და გაღიზიანებას ინტიმურ ადგილებში ეპილაციის ან პარსვის შემდეგ. მისი ფორმულა შეიცავს ძლიერმოქმედ კანის სამკუნალო ინგრედიენტს ალანტოინს და განკუთვნილია ყველაზე მყიფე, მგრძნობიარე ადგილებისთვის, როგორებიცაა იღლიები და ბიკინის მიდამოები.  ბალზამი იდეალურად გამოიყენება თმის მოცილების შემდგომი მოვლისთვის, ახდენს რა ჩაზრდილი თმების პრევენციას და ამავდროულად კანს იცავს ტანსაცმლის ხახუნისგან.  ბალზამი არბილებს სხეულის თმას, ხდის მას ჰაეროვანს და ხავერდოვანს.

ბალზამი ახდენს დაბერების პრევენციას. მისი მგრძნობიარე ფორმულა გამდიდრებულია ძლიერი სამკურნალო და დამატენიანებელი ინგრედიენტებით (ბიო რეგენერაციული ორქიდეის ექსტრაქტი, ალანტოინი და ჰიდროქსიპროლიზილანი), რომლებიც ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსის  სრულ  აღდგენას და  განახლებას.

ბალზამი  ხელს უწყობს ნაწიბურების აღდგენას საკეისრო კვეთის, ეპისიოტომიის, კანის ჭრილობების, ქირურგიული ჩარევების, ლაზერული პროცედურების  შემდგომ. იგი ახდენს კანის რეგენერაციის სტიმულირებას. 

ნაზი ბალზამი დნება კანზე და ინტენსიურად ატენიანებს მას, ხსნის გაღიზიანებას და სიგლუვეს ანიჭებს მას.

ბალზამი იდეალურია ეპილაციის შემდეგ კანის გამოსაჯანმრთელებლად, მისი ელასტიურობის აღსადგენად და თმისთვის ბუნებრივი სიგლუვის მისანიჭებლად დამატენიანებელი და მაკონდიცირებელი თვისებების მეშვეობით (ჟოჟობას ოქროს ზეთი, გლიცერინი, ქოქოსის ზეთის ექსტრაქტი). იდეალურია მოვლისა და აღდგენისთვის ორსულობის შემდგომ (ნაწიბურები) ან გარეგანი ფაქტორების, გამღიზიანებლების გამო (ეპილაცია, ლაზერი, ვიწრო ქვედა საცვალი, ქლორიანი წყალი, ა.შ.)

ბალზამის მგრძნობიარე ფორმულა გამდიდრებულია კანის აღმდგენი და დამნამავი ძლიერი საშუალებებით  (ბიო-რეგენერაციული ორქიდეის ექსტრაქტი, ალანტოინი, ჰიდროქსიპროლიზილანი) კანისა და ლორწოვანი გარსის გლობალური რეგენერაციისთვის,

ბალზამი მყისიერად აღადგენს ქალის ინტიმური მიდამოს გლუვ, აბრეშუმისებრ ტექსტურას დამნამავი, დამარბილებელი და სხეულის თმის კონდიცირების საშუალებების მეშვეობით (ოქროსფერი ჟოჟობას ზეთი, გლიცერინი, ქოქოსის ზეთის ექსტრაქტი)

ბიო-რეგენერაციული ორქიდეა (L’Orchidee  Bio-Regenerante)  აღადგენს დაზიანებულ, მგრძნობიარე და მშრალ კანს თავისი ჯადოსნური მაცოცხლებელი თვისებების წყალობით. ეს განსაკუთრებული ყვავილი - ბიო რეგენერაციული მეწამული ორქიდეა გამოირჩევა თავისი აღმდგენი ძალებით.

 

ინტიმური მოვლა:

გარეგანი გამოყენებისთვის. მოარიდეთ ღია ჭრილობებს.  დაიტანეთ სუფთა, მშრალ კანზე

ნაწიბურებისთვის: ყოველდღიურად შეიზილეთ ორჯერ (მინიმუმ 3 თვის განმავლობაში)

 

ინგრედიენტები:

ანტი- ასაკობრივი და ჭრილობის აღმდგენი:

ბიორეგენერაციული მეწამული ორქიდეა, ალანტოინი, ჰიდროქსიპროლისილანი

 

დამნამავი და კანის მაკონდიცირებელი:

ორგანული ოქროსფერი ჟოჟობას და ქოქოსის ზეთი, გლიცერინი

 

97% ბუნებრივი ინგრედიენტები:

პარაბენების გარეშე

 

იდეალურია ბალზამის გამოყენება დეპილაციის პროცედურების, აგრეთვე, ორსულობის შემდგომ

 

ყოველდღიური მოვლა: მგრძნობიარე კანისა და  ნაზი ადგილებისთვის

ეპილაციის შემდეგ (გაღიზიანება და ჩაბრუნებული თმა)

ჭრილობებისა და ორსულობის შემდგომი მოვლის პერიოდისთვის

ამშვიდებს, ატენიანებს და აღადგენს, ხელს უწყობს ჭრილობების აღდგენას

 

 

 

 

 

 

თბილისი, ბერიტაშვილის ქ. N18

INFO@DRIVINGCOMPANY.GE

(032) 239 98 94