amoena

  • ფასი:
  • 572 ლარი

Adapt Air Light 2SN

ფასი: 572

ამოენა წარმოგიდგენთ  სპეციალურად ნაოპერაციები ქალბატონებისთვის

უახლეს, ინოვაციურ, პრემიუმ, ინდივიდუალურად მორგებად  ძუძუს პროტეზს - Adapt Air, რომელიც შექმნილია სხეულის სრულყოფილი სიმეტრიისა და თავდაჯერებულობისთვის.

Adapt Air საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც აქვს არათანაბარი მკერდი ან განიცდის ზომის ცვლილებებს ორსულობის, შეშუპების ან წონის ცვლილების გამო ან აქვს გარდამავალი ზომა. მისი მორგება ადვილად შეიძლება ამოენას ჯიბეებიანი ბიუსტჰალტერების ნებისმიერ სტილთან ერთად. Adapt Air-ს მოჰყვება ჰაერის სატუმბი მოწყობილობა, რომელიც ინტეგრირებული საჰაერო კამერის ტექნოლოგიის საშუალებით იძლევა მისი ინდივიდუალური მორგების/ადაპტირების შესაძლებლობას. შესაბამისად, პროტეზის მოცულობა ადვილად რეგულირდება ხელის მოძრაობით, მარტივად, ჰაერის დამატებითა და გამოშვებით.

Adapt Air- ს აქვს თერმორეგულირებადი ტექნოლოგია comfort +, დამზადებულია სუპერ  რბილი სილიკონისგან  (in-touch), იწონის  25%-ით ნაკლებს.

პროტეზი არის 5 ისეთი ჯილდოს მფლობელი, როგორებიცაა Red Dot Award 2020(საუკეთესო დიზაინის პროდუქტი), German Design Award 2021 (შეფასება - “Gold”, საუკეთესო პროდუქტის დიზაინი, კატეგორიაში “სამედიცინო  რეაბილიტაცია  და ჯანმრთელობის მოვლა“), German Innovation Award 2021, კატეგორია -„ მაღალი ხარისხი ბიზნესში მომხმარებლამდე - მედიცინა და ჯანმრთელობა“,  Good Design Award 2021  - ავსტრალიის საერთაშორისო კარგი დიზაინის ჯილდო - გამორჩეული დიზიანისთვის, HME New Product Award 2021 - კატეგორია „პროდუქტები ქალების ჯანმრთელობისთვის“.

 

თბილისი, ბერიტაშვილის ქ. N18

INFO@DRIVINGCOMPANY.GE

(032) 239 98 94